Monday, December 7, 2009

1.პროექტის სახელი: ჩემი პირველი ანიმაციური ფილმი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიტანენ თავიანთ საყვარელ ნივთს, რომლის გაცოცხლებაც სურთ და მათი მეშვეობით ქმნიან თავიანთ პირველ ანიმაციურ ფილმს.

3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვებს ვაწვდი ინფორმაციას ანიმაციის შესახებ.ანიმაცია ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გაცოცხლებას, გასულიერებას. ყოველ კადრს იღებენ ცალ-ცალკე და კადრობრივი გადაღებით აცოცხლებენ. კომპიუტერული ანიმაცია გულისხმობს გრაფიკული ფაილების შექმნას, რომელსაც შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით აცოცხლებენ.

საქართველოში თოჯინურ მულტიპლიკაციაში მონაწილეობდა კარლო სულაკაური „სალამურა“, „გოგონა და შადრევანი“, „ბობბორა“ და სხვა. პირველი ქართული ანიმაციური ფილმი შეიქმნა 1931 წელს- “გაზაფხული“. ხდება ანიმაციური ფილმების ჩვენება.

მოსწავლეები მოიტანენ მათთვის საყვარელ ნივთებს ,სათამაშოს, აღნიშნავენ რატომ უყვართ იგი, რა მიზეზით აირჩიეს, რა როლს მიანიჭებენ თავიანთ ნივთს სიუჟეტში.

ბავშვები დაფიქრდებიან , გაიაზრებენ და წარმოადგენენ მოკლე სიუჟეტურ ნაწილს იმ ნივთთან, რომლის გაცოცხლებაც სურთ, შემდეგ ჯგუფური მუშაობის შედეგად შემუშავდება საერთო სიუჟეტი. გაკეთდება ნივთების კადრები ცალ-ცალკე ერთიდაიგივე ადგილიდან, კომპიუტერული პროგრამით მოხდება მათი გაცოცხლება.

4. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი(4-5 კლასი)

5.ვადები / ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2-3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საგნების მოგროვება, მოკლე ინდივიდუალურ სიუჟეტებზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა საერთო სიუჟეტზე, კადრების გადაღება, YOU TUBE-ზე სამოყვარულო ანიმაციური ფილმების შექმნის ტექნიკის დახმარებით გადაღებული კადრების გაცოცხლება.

7. მოსალოდნელი შედეგები: ანიმაციური ფილმის შექმნა.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად ბავშვები შეიძენენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს, ისწავლიან მუშაობას სცენარის შექმნაზე, განივითარებენ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს, ისწავლიან თანამშრომლობას.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტ- ტექნოლოგიები, სიუჟეტის დამუშავება, კადრების გადაღება.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:მანანა ბუაჩიძე

12. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mbuachidze162@gmail.com

13.პროექტის ფორუმი:

14. პროექტის ვებ-გვერდები/ბლოგი:http//mbuachidze162.blogspot.com/